საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, თოდრიასა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს “მინი კუპერისა” და “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილების დაეჯახა.
შემთხვევის დროს დაზიანებები მიიღო “მინი კუპერის” მძღოლმა და მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

































































