ხობის მუნიციპალიტეში, სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.