ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, მანქანა ადგილობრივ მკვიდრს დაეჯახა.
შემთხვევა დაახლოებით, 10 დღის წინ მოხდა.
“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა უკვე დაღუპული იყო”, _ ამბობს “გურია ნიუსთან საუბრისას ერთ-ერთი გვიმბალაურელი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები და ისინი ხელოვნური ბარიერის დადგმას მოითხოვენ.
“გურია ნიუსი” შსს-ს კომენტარს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.