მარნეული-თბილისის ავტომაგისტრალის მარაბდის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“Marneulinews.ge”-ის ცნობით, ერთმანეთს მარნეული- თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.































































