აჭარის მაუწყებლის განახლებული ინფორმაციის თანახმად, ავტოავარია ქედის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა.
ინფორმაციისთვის, სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.































































