“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა.
მძღოლი დაკავებულია.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


































































