ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც “ქართლის ამბები” იუწყება, ხაშურში მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა სავაჭრო ქსელ ,,ნოვას” მიმდებარე ტერტიტორიაზე გუშინ წინ გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ცნობით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.































































