„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ფაქტი ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაცვლილია კაცი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის წარმომადგენლები.
































































