ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად სწრაფად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მას მოტოციკლი დაეჯახა.
მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი, მალხაზ გოშუა დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მთავარიტვ