ავტოსაგზაო შემთხვევას ჯვარის სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, როსტომ ლუკავა ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ვიზიარებთ ჯვარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, როსტომ ლუკავას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას… ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს. ნათელში იყოს შენი წმინდა სული…“ — ვკითხულობთ პოსტში.
როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, წალენჯიხა–ჯვარის გზის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.































































