ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ ერთ-ერთი დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.