ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა.
TV25– ის ინფორმაციით, 10 წლამდე გოგო ქუჩაზე გადადიოდა, როდესაც ავტომობილი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაბათუმში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.