ფილიპინებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსის 16 მგზავრი დაიღუპა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათი მდგომარეობა მძიმეა. ფილიპინების მაღალმთიან სოფელში, სადაც შემთხვევა მოხდა, თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ბეტონის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი ხევში გადაიჩეხა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავად მძღოლიც.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved