აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დღეს დილით ავარია იყო ბათუმში – აეროპორტის გზატკეცილზე. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

































































