დღეს, 1-ელ ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. მათგან ერთი ბავშვი და ორსული ქალი. თვითმხილველების თქმით დაშავებულები გადაყვანის მომენტში კონტაქტურები იყვნენ და რაიმე მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
წყარო: ბათუმელები






























































