რამდენიმე საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან “მაზდას” მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ავტომანქანის მძღოლი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 27 წლის რ.რ.
ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, “ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს”.