რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, სოფელ ხევში. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 22 წლის ნიკა კალანდაძე. ნიკა ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ნიკას სახლში მეუღლე და ერთი თვის შვილი ელოდება, მას კი იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს პატარა ალექსანდრეს, ჩვენი დახმარება სჭირდება.
ერთად დავეხმაროთ ნიკას, რომ მალე დაგვიბრუნდეს!
ნიკასთვის საქართველოსა და თიბისი ბანკებში გახსნილია ანგარიში, სადაც თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია.
თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE15TB7146445161100002
მიმღები: თინიკო კისლინსკაია
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000393658400
მიმღები: ინგა მამალაძე
გთხოვთ, ვიყოთ გულისხმიერები, ყოველი ლარი მნიშვნელოვანია!