გორის რაიონის სოფელ ძევერასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მძღოლისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც ხეს შეეჯახა, შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.