ორი ადამიანი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის ყორათის უბანში მიმხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თვითმხილველების ცნობით, მაღალი სიჩაქარით მოძრავი ერთ-ერთი დაცვის სამსახურის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა.
დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.