ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში.
როგორც ადგილიდან „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.
რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია.
როგორც “გურია ნიუსს”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.