ლანჩხუთში, აცანა-მამათის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი სახელმწიფო დაცვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომელი იყო და სხვადასხვა დროს შევარდნაძისა და სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო მანქანაში მყოფმა გარდაცვლილის მეუღლემ და სამმა არასრულწლოვანმა შვილმა.
საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა კარგია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.