სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველები „გურია ნიუსთან“ ჰყვებიან, რომ მსუბუქი მარკის ავტომობილი ავტოსადგურის შენობის კედელს შეეჯახა.
მათივე ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც “გურია ნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.