ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე.
მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.