ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოზურგეთის სამაშველო სამსახურის 43 წლის თანამშრომელი დაიღუპა.
ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა და როგორც მომხდართან დაკავშირებით „გურია ნიუსს“ კლინიკა „მედალფაში“ განუცხადეს, ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ გარდაცვლილი მიიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.