ზუგდიდის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.