ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავში ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა განატების ბოძს დაეჯახა. უბედური შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მოხდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.