წუხელ, აჭარაში, ქობულეთის სოფელ ოჩხამურში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. 3 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინაროებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.