გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს და მის შვილს ავტომობილი დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ. ა. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვების და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანა, რა დროსაც, ქვეითად მოსიარულეებს – 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
უწყება გამოძიებას 128-ე მუხლისა და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით აწარმოებს.