ავტოსაგზაო შემთხვევას, კიდევ 2 ოზურგეთელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული და-ძმის სამძიმრიდან თბილისისკენ მიმავალი ავტომანქანა ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ახალგაზრდები, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, დაიღუპნენ. შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოხდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
„ხაშურის რაიონის სოფელ გომში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“,_ამბობენ უწყებაში.