ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამტრედიაში 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.