ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც მანქანიდან გადადიოდა.
დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო და ამ დრომდე დაკავებული არ არის.
სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.