The Daily Sabah-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ვანის პროვინციაში.
ავტობუსი, რომლითაც არალეგალი მიგრანტები მგზავრობდნენ გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა.
გუბერნატორის თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
როგორც ცნობილია, მძღოლმა ავტობუსი ვერ დაიმორჩილა და დაგორდა.