ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. დაბა მერიიდან ლაითურის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დაბა ლაითურში მცხოვრები მ.ა-ს ოჯახის წევრები _ შვილი, შვილიშვილი და სიძე ისხდნენ, ნაძვს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ნაძვი გადატყდა.
დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მანქანაში მსხდომები უმძიმეს მდგომარეობაში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.