ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ღამით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზასთან, რის შედეგადაც, ქვეითად მოსიარულე კაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.