“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მდინარე რიონის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო იყო აკრძალული.