დღეის მდგომარეობით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 449 124 პირის ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები.
აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა. შეიზღუდა წვდომა ონლაინ თამაშებზე და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა აეკრძალათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებსა და საჯარო მოხელეებს.
ასევე, პროვაიდერებს აეკრძალათ უცხოური სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ მომხმარებლების მიერ გადახდების განხორციელება.