აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა.
“სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ბასარკეჩარის რაიონის გარაიმანის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია დაშკასანის რაიონის ასტაფის მიმართულებით, 00:05 საათიდან (GMT+4) 00:20 საათამდე. (GMT+4) 26 ნოემბერს.
გარდა ამისა, 09:25 საათიდან (GMT+4)-დან 10:10 საათამდე (GMT+4), სომხეთის შეიარაღებული რაზმის წევრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, პერიოდულად უხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიას. აღდამისა და ხოჯავანდის რაიონების მიმართულებით განლაგებულ პოზიციებზე.
აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სომხეთში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებენ.
“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 25 ნოემბერს 17:35 საათიდან 22:32 საათამდე სომხეთის არმიის ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანულ პოზიციებზე ცეცხლი გახსნეს მორიგი დეზინფორმაციაა”,_ იტყობინება არცახის თავდაცვის არმია.
გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხების პოზიციებს კვლავ ესროლეს.
შემთხვევა 25-26 ნოემბერს მოხდა. აზერბაიჯანლებმა ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს.
სომხური მხარე მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.