აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღნიშნული გადაწვეტილება, მოსკოვში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრაზე იქნა მიღებული, რომელიც სერგეი ლავროვის შუამავლობით გაიამართა.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე შესაბამის დოკუმენტსაც მოეწერა ხელი, სადაც აღნიშუნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოხდა ჰუმანიტარული მიზნით, რათა მხარეებმა ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ.
როგორც BBC-ის წერს, დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამატრები დამატებით შეთანხმდება.
,,ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 სათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი ,,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა.
ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ პარამეტრებზე შეთანხმება დამატებით მოხდება“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების შუამავლობით დაიწყონ მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაცის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მოლაპარაკებების ფორმატში ცვლილებები არ შესულა.
,,აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირების პრინციპებზე დაყრდნობით, იწყებენ არსებით მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების, რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“, _ წერია დოკუმენტში.
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, მოსკოვში 9 ოქტომბერს ჩავიდნენ.
სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვდრა დახურულ კარს მიღმა 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა.