სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის დროს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას TREND.AZ ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმში, აზერბაიჯანის გენერალური კონსული, რაშიდ ისმაილოვი იმყოფება.
„ჩვენ შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდით გენერალური შტაბის თანამშრომლებთან ერთად. ხანძრის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიკაცია დასრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ დაღუპულებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საავადმყოფოებთან დაკავშირებას და ინფორმაციის დაზუსტებას “, – ამბობს ისმაილოვი.
როგორც ცნობილია, გუშინ, სასტუმრო „ლეო გრანში“ გაჩენელი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.