აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ბაირამოვმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს იპოვნიან“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ახლოს არის საქართველოსთან და მზად არის გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება სამაშველო სამუშაოების განხორციელებაში და სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში.
დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის.
ხუთშაბათს საღამოს კურორტ შოვზე დიდი მეწყერი ჩამოწვა. საქართველოს ხელისუფლებამ 11 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.