„უკრაინაში აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამი თავდასხმა განხორციელდა, ასევე სამი თავდასხმა მოხდა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოზე“, – განუცხადა ალიევმა მიუნხენში დამოუკიდებელ მედიასაშუალება „უკრაინსკა პრავდას“.
„პირველი თავდასხმის შემდეგ, შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს შემთხვევითი იყო და ჩვენს რუს კოლეგებს მივაწოდეთ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების ყველა კოორდინატი, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის, ჩვენი კულტურული ცენტრების და ყველაფრის. ამის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა განხორციელდა. ასე რომ, ეს იყო განზრახ თავდასხმა აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე“,_ აცხადებს ალიევი.






























































