სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა თვითაღიარებული რესპუბლიკის, ყარაბღის დედაქალაქი სტეპანაკერტი დაბომბა.
,,სტეპანაკერტში ბევრი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, არიან დაშავებულები სამოქალაქო პირებს შორის, დაშავდა სამაშველო სამსახური“ – დაწერა ოვანისიანმა.
ასევე, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღში, კასეტურ ბომბს იყენებს.
დაბომბვის ფაქტს ადასტურებს Human Rights-ის ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, რომ ფართომაშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა.