აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საწვრთნელი ფრენის დროს, რომელიც ღამით მიმდინარეობდა, თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა და რადარებიდან გაქრა.
წინასწარი ვერსიით, სამხედრო თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩავარდა.
ამ დროისთვის თვითმფრინავისა და პილოტის მოსაძებნი სამუშაოები მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრის დავალებით შექმნილი ჯგუფი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას ცდილობენ.