აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სამხედრო ძალების კუთვნილი X-55, ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. აღნიშნულ ინფორმაციას THE VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით მიფრინავდა.