დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ “აზოვის მებრძოლები დამამცირებელი სიკვდილით დასჯას იმსახურებენ”.
“აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ არა იარაღით, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ”, – წერია განცხადებაში.
განცხადებას თან ახლავს Twitter-ის გაფრთხილებაც, რომლის თანახმადაც, ის არღვევს Twitter-ის წესებს სიძულვილით მოტივირებული ქცევის შესახებ. თუმცა “საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ის ხელმისაწვდომი რჩება”.
ავტორი