მარიუპოლის გარნიზონის ერთ-ერთმა ლიდერმა, აზოვსტალის მცველმა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ საკუთარ Twitter-ზე მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და ტესლას აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში დახმარება სთხოვა.
“ხალხი ამბობს, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ადამიანებისთვის შეუძლებელის რწმენა გესწავლებინა. ჩვენი პლანეტები გვერდი-გვერდაა, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარე აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გადასვლაში. ვინ, თუ არა შენ? ნიშანი მომეცი”. – დაწერა ვოლინამ.
ავტორი