მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ახალი ბრძოლები დაიწყო აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს უკრაინელ სამხედროებთან ერთად.
„დღეს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ჩვენი ციხის ტერიტორიაზე, აზოვსტალის ტერიტორიაზე, ჩვენი მამაცი ბიჭები იცავენ ამ ციხეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან მძიმე არტილერია და ტანკები ისვრიან მთელ ციხეს, მუშაობს ავიაცია, გემები. მიუახლოვდნენ და ციხესაც ესროდნენ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.
უკრაინულ ტელევიზიაზე საუბრისას ბოიჩენკომ თქვა, რომ ქარხანაში 30 ბავშვი იყო ჩარჩენილი, რომლებიც გადარჩენას ელოდნენ.
„ისინი ელიან ახალ მოლაპარაკების პროცედურას და ახალ ევაკუაციის მისიას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ხალხი ისევ იღუპება. სამწუხაროდ, მტრის ავიაცია და არტილერია მუშაობს და გამუდმებით ესვრის ციხეს”, – თქვა ბოიჩენკომ.
მან, ასევე აღნიშნა, რომ ორი ახალგაზრდა ქალი მოკლეს აზოვსტალში ამ კვირის დასაწყისში,
მან ასევე თქვა, რომ უკრაინელ მცველებთან კონტაქტი დაიკარგა.
“სამწუხაროდ, დღეს ბიჭებთან არანაირი კავშირი არ არის, არანაირი კავშირი არ არის იმის გასაგებად, რა ხდება, უსაფრთხოდ არიან თუ არა. გუშინ იყო მათთან კავშირი, დღეს – აღარ”. – მარიოპული მერმა.
ავტორი