იაპონელებმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს რობოტოტექნიკის მართვა გონების ძალის დახმარებით.
ოსაკას ინსტიტუტისა და ტოკიოს უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფებმა შეძლეს შეექმნათ მიკროიმპლანტანტი, რომელიც, ადამიანის თავის ტვინში ჩანერგვის შემთხვევაში, შესაძლებლობას იძლევა, ვმართოთ სპეციალური რობოტოტექნიკა. თავიდან ეს სამუშაოები იმ მიზნით ტარდებოდა, რომ ნაწილობრივ ან სრულად პარალიზებულ ადამიანებს დახმარებოდნენ განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაში. მაგალითად, ასეთი მიკროჩიპით აღჭურვილი ადამიანი კიბერნეტიკული ხელის დახმარებით ადვილად შეძლებს, დაისხას წყალი ან გადაადგილდეს ინვალიდის სავარძლით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ელექტრონულ ან რობოტოტექნიკაზე იქნება აწყობილი იმპლანტანტი მოცემულ მომენტში.
ყველა გამოგონებათა საფუძველია მიმღებთა ქსელის გავლით თავის ტვინის ტალღებთან მუშაობის ტექნოლოგია. სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი, აზრობრივად ვმართოთ კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები, მრავალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სულ მალე კონდიციონერები ამ ტექნოლოგიით „ისწავლიან“, უსიტყვოდ გაიგონ, რამდენად კომფორტულად გრძნობენ ადამიანები თავს ოთახში და ტემპერატურასაც თავად დაარეგულირებენ. ახალი სისტემის მომავალი კი თანამგზავრულ ნავიგაციასაც ითვალისწინებს. მაგალითად, საკმარისია, მძღოლმა გაიფიქროს საჭმელზე, რომ ნავიგატორი უახლოეს რესტორანს ან სწრაფი კვების ობიექტს მოძებნის.
რაც შეეხება „აზრის კითხვის“ ტექნოლოგიების კომერციულ გამოყენებას, ბაზარზე რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება.
ავტორი