დღეს დილით უბედური შემთხვევა მოხდა ხულოში, სოფელ ბეღლეთში.
არსებული ინფორმაციით,ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით, ხევში გადავარდა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა, გურამ კახაძემ დაუდასტურა.
ისინი ამდროისთვის ბათუმის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით,ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.