გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცვნენ.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის დედა მუხლის გადაკვალფიცირებას ითხოვს.
როგორც ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, საქმეში არაერთი საეჭვო გარემოებაა და მან პროკურატურაში მისვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
„ბევრი საეჭვო გარემოებაა და იმიტომ გადავწყვიტე, მოვსულიყავი, არ დავკონკრეტდები, რომ გაირკვევა, შემდეგ ვიტყვი. თუნდაც ამ მედიკამენტებს ვგულისხმობ. იმიტომ გააჭიანურეს, არ იცოდნენ, რა დაეწერათ. რასაც დაწერენ, ყოველთვის მაგათი საწინააღმდეგო იქნება. ახლაც მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.